რუსეთის ფედერაციას სურს, ხერსონი "სიკვდილის ქალაქად" აქციოს, რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს.
„ასე გამოიყურება „რუსული სამყარო": მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები", დატოვა ნანგრევები და წავიდა“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.
