„ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენმდივნის თქმითვე, ვილნიუსის სამიტი იქნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გადასახედად, ისევე როგორც უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.
„მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ნატო-ში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი კვლავაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის”, - დასძინა სტოლტენბერგმა.
(ipn)
