პარტია „ერთიანი რუსეთი“ ამზადებს კანონპროექტს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ადამიანები, ვინც თავს აარიდებენ მობილიზაციას, დაისაჯონ 500 000 რუბლამდე (22 525,46 ლარი) ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ორმა წყარომ განაცხადა და დააკონკრეტა, რომ საუბარი არ არის დღევანდელ ნაწილობრივ მობილიზაციაზე.
„ჩვენს ქვეყანაში მობილიზაცია არ გვქონია 1941 წლიდან, ამდენად კანონი მასზე უბრალოდ არ მუშაობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი თავის არიდებაზე ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც პირველად გამოიძახეს სამხედრო სამსახურში – ეს პრინციპში არასწორია. ჩვენ უბრალოდ ვხსნით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს“, – განუცხადა „იზვესტიას“ სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ერნესტ ვალეევმა.
(metronome)
