უწყების ცნობით, სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში გაგრძელდება მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით.
მანამდე, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა.
შოიგუს მონაცემებით, მომზადებას 218 ათასი ადამიანი გადის, მომზადება დაასრულეს და უკრაინაში გაგზავნეს 82 ათასი ადამიანი.
