„ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტი მრავალი წელია გრძელდება. რაღაც მომენტში ეს უნდა შეწყდეს“.
InterPress.ge რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი მხარს უჭერს ამ პროცესს.
„ვიცი, რომ თქვენ გაქვთ პოლიტიკური ნება ამ მხრივ. აუცილებელია ყველა საკითხზე შეთანხმება. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ წინ გადადგმული ნაბიჯების გადადგმას მოგვარების გზაზე“, - განაცხადა ვ.პუტინმა.
