„დადგა დრო, ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით.
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 31 ოქტომბერს სოჭში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება რეგიონულ საკითხებს: „კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ როლისთვის, რომელიც თქვენ ითამაშეთ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა დეკლარაციამ დაასრულა მრავალწლიანი კონფლიქტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად როლს ამ საკითხში. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაიმართება, ჩვენი პირველი შეხვედრა არ იქნება. ასეთი შეხვედრები თქვენი ინიციატივით გაიმართა და ვხედავ, რომ ძალიან კარგი ბიძგი მისცა ნორმალიზაციის პროცესს“.
