„ყარაბაღის კონფლიქტი უკვე შევიდა ისტორიაში. ორი წლის წინ გადაწყდა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, აქ განსახილველი საკითხი პრაქტიკულად არ არის. აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია, რა თქმა უნდა, არის ფორმატი, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს.
InterPress ge იტყობინება, რომ ეს მოსაზრება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გამოთქვა.
სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა 5 ძირითადი პრინციპი: „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მათზე დაყრდნობით უნდა დარეგულირდეს. ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ჩემი აზრით ამის საფუძველზე შესაძლებელია ნორმალიზაციის მიღწევა“.
