InterPress.ge იტყობინება, რომ შემთხვევა სოფელ წერეთელში, სკოლასთან მოხდა.
მოსწავლის ოჯახი მომხდარის გამოძიებას და გამტაცებლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
„ჩვენს შვილს ფორდის მანქანით მყოფი ადამიანი მიუახლოვდა, როცა ის მაღაზიაში მიდიოდა საკვების საყიდლად და თქვა "დედამ და მამამ გაუგზავნეს ეს კანფეტები". ამ დროს ბავშვი მოახლოებულს გაურბოდა. პირმა ქართულად დასძინა „მოდი და აიღე, მეჩქარება, სად გარბიხარ?“ მასწავლებლების თქმით მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე მოხდა. ჩვენი თხოვნაა, პოლიციამ დეტალურად გამოიძიოს მომხდარი“, - ბავშვის ბიძა ჰამზა რუსტამოვი განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა თბილისში, სოფელ ჩეროვანშიც მოხდა.
