სიტუაცია წარმომადგენლობით ორგანოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქში არსებული დაზიანებული ინფარსტრუქტურისა და სოციალური თემატიკის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.
აღნიშნულ ქმედებას "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. დეპუტატ ბადრი მაჭავარიანის შეფასებით, მათი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ოპოზიციური პარტიის მხრიდან ეს იყო "შოუ", “სანახაობა” და არ იყო რეალურად საქმის კეთებაზე გათვლილი.
ენმ-ის ფრაქციის წევრის, ნანა შატბერაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რუსთავში არსებული რეალური სურათის ნახვით გაღიზიანდნენ და ამ გზით უბრალოდ თემის გადაფარვა სცადეს.
İnforustavi
