27 ოქტომბერს, ქ. მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციის, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტ - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - ფარგლებში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და მედიის წარმომადგენლებთან პროექტის შესახებ საინფორმაციო ტიპის შეხვედრები გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები სადისკუსიო ფორმატში მიმდინარეობდა, რომლის მიზანიც პროექტის შესახებ აქტივობების გაცნობის გარდა, ქვემო ქართლის რეგიონში კიბერ და დეზინფორმაციული საფთხეების მიმართ საზოგადოების დაუცველობის შეფასება გახლდათ.
შეხვედრის განმავლობაში, ადგილობრივ დონეზე მომუშავე საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა ინიციატივა გამოთქვეს პროექტში ჩართულობის შესახებ, რაც პროექტის ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტს - „ინფორმირებული თემები მედეგი საზოგადოებისთვის“ - საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD), აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებული პირებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში) მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლების მედეგებოს გაძლიერებას კიბერ და დეზინფორმაციული საფრთხეების მიმართ.
