ზედიზედ მესამე დღეა, ჩინეთში კორონავირუსის 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რის შედეგადაც ათობით ქალაქი, მათ შორის ვუჰანი, სადაც პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი, ჩაკეტილია - ქვეყანა კვლავ სი ძინპინის ნულოვანი კოვიდ პოლიტიკას არის დაქვემდებარებული.
ვუჰანის ერთ რაიონში 800 000-ზე მეტ ადამიანს 30 ოქტომბრამდე სახლში იზოლაციის რეკომენდაცია გაეცა.
24 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 28 ქალაქი ახორციელებდა ჩაკეტვის გარკვეულ ზომებს, რომლის შედეგად დაახლოებით 207 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, სწავლა და რესტორნების ფუნქციონირება შეჩერდა გუანჯოუს სამხრეთ ჩინურ კერაში, სადაც ვირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქის ზოგიერთი უბანი ასევე ექვემდებარება სხვადასხვა კონტროლის ზომები.
ჩაკეტვის შეზღუდვების გამო იზრდება უკმაყოფილება მოსახლეობაში. კოვიდის ნულოვანი პოლიტიკის გამო დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკაც - ქვეყნის მშპ ბოლო სამი თვის განმავლობაში, წინა კვარტალთან შედარებით, 2,6%-ით შემცირდა.
რამდენიმე დღის წინ გამართულ ყრილობაზე, სადაც სი ძინპინი მესამე 5 წლიანი ვადით აირჩიეს, მან აღნიშნა, რომ არ აპირებს ნულოვანი პოლიტიკის შემსუბუქებას.
