უწყების ცნობით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული „ევაკუაცია“ გრძელდება და რუსებს სამედიცინო აღჭურვილობა ე.წ. „ნაციონალიზებულ“ დაწესებულებებში გადააქვთ.
„ამრიგად, ბელოზერკის დასახლებიდან ადგილობრივი საავადმყოფოს აღჭურვილობა ქალაქებში სკადოვსკსა და გენიჩესკში გადააქვთ“, - აცხადებენ გენშტაბში.
