„სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ დაფიქსირებული რუსების მიერ ჩადენილი 40 000-მდე ომის დანაშაული. ამ დანაშაულებს შორის არის ასევე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ან, როგორც მათ ასევე უწოდებენ, სექსუალური დანაშაული“, - განაცხადა პავლიჩენკომ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ყოველდღიურად ატერორებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს და ახორციელებს გენოციდს.
