2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით“ 2 934 ოჯახმა ისარგებლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ ოჯახებში ბავშვების საერთო რაოდენობა 7 332-ია.
