ადგილობრივების თქმით, გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
როგორც „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ: 120-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
