თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ზანგელანში აეროპორტის გახსნაში.
„ჩვენ გავხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში“, - აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის ზანგელანში აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
„ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, გაიხსნება გზა შუშასკენ. ეს ადგილები გაცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - განაცხადა ერდოღანმა.
(ipn)
