აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს. მის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.
„ჩვენი მოთხოვნები არის სამართლიანი და ლეგიტიმური. ჩვენ ვიცავთ სტუდენტების უფლებებს. პროფესურა და უნივერსიტეტი უნდა ითვალისწინებდნენ სტუდენტების საჭიროებებს. ორშაბათს, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ყველანი შევიკრიბოთ“, - განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრმა, საბა ქერქაძემ.
(ipn)
