შეხვედრისას მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა საქართველოში სომხეთის ახალდანიშნულ ელჩთან. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე და შევთანხმდით საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ
