Kantar Public-ის მიერ HS-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10 რესპონდენტიდან 4-ს აწუხებს ფინეთში უკრაინის ომის შესაძლო გაფართოება, ხოლო 10-დან 2-მა თქვა, რომ საერთოდ არ აწუხებს ასეთი პერსპექტივა.
"ბირთვული ომის საფრთხე აშკარად უფრო მეტად აწუხებს ქალებს და სოფლად მცხოვრებ პირებს, ვიდრე მამაკაცებს და ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს. ქალებს ასევე ბევრად უფრო მეტად აწუხებს ფინეთში ომის შესაძლო გაფართოების საკითხი, ვიდრე მამაკაცებს."- წერს YLE NEWS-ი.
გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ ფინეთი ვერ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში რჩება, მხოლოდ 6% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.
გამოკითხულთა 53%-მა თქვა, რომ რუსეთის რეგულარული მოქალაქეები გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მათი ქვეყნის აგრესიულ ომზე.
გამოკითხულთა 84% ეთანხმება განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსული ჯარების ქვეყნიდან გაძევებაა, მხოლოდ 9% არ ეთანხმება.
თითქმის 80%-მა თქვა, რომ უკრაინას ამისთვის უფრო მძიმე იარაღი უნდა გადაეცეს.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირსა და NATO-ში სწრაფად უნდა მოხდეს.
HS-ის გამოკითხვამ ასევე გამოიკვლია, არიან თუ არა ფინელები მზად კრიზისული სიტუაციებისთვის.
ფინეთის ხელისუფლება ხალხს ურჩევს, რომ ყველამ შეინახოს სახლში საკმარისი საკვები, სასმელი წყალი და საჭირო მედიკამენტები მინიმუმ სამი დღის განმავლობაში, ასევე ფარანი და რადიო, ორივე სათადარიგო ბატარეებით. გასულ კვირას ფინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ შინამეურნეობებს რადიაციული საფრთხის შემთხვევაში იოდის ტაბლეტების შენახვის რეკომენდაცია გაუწია.
HS-ის გამოკითხვის თანახმად, ფინეთში მოსახლეობის ორ მეხუთედზე მეტს აქვს ასეთი მარაგი სახლში. 10-დან 1-მა თქვა, რომ მათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სახლში ასეთი მარაგი აქვთ.
