ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საზღვრების დასაცავად, ბელარუსში თითქმის 9000 რუსი სამხედრო განლაგდება ძალების „რეგიონული დაჯგუფების“ ფარგლებში.
ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვალერი რევენკომ “ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსი სამხედროებმა დაიწყეს ქვეყანაში ჩასვლა.
მისივე თქმით, ჯარების გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარები რუსულ ძალებთან ერთად, უკრაინიდან და დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო, უკრაინის საზღვართან "ერთობლივი დაჯგუფების" ფარგლებში განლაგდებიან.
IPN.ge
