„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტს ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, „თუ ვერ მოხდება სწრაფად ამის გამოძიება, მაშინ ეს ბრალდება კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდება
„როდესაც ერთადერთ მერს, იმ ერთ-ერთ ოლქში, სადაც რეჟიმმა ყველა უკანონო მეთოდის მიუხედავად მარცხი იწვნია, თავდასხმას უწყობენ და ჩვენ ზოგადი ძალადობის კლიმატიც ვიცით, ამ რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაშინ პასუხისმგებლობა ავტომატურად რეჟიმს ეკისრება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები. თუ ვერ მოხდება სწრაფად ამის გამოძიება, მაშინ, ბრალდება კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდება. ყველა შემთხვევაში, იმაზე რაც საქართველოში ხდება და იმაზე, რომ ეს ასე მარტივად არის შესაძლებელი, პასუხისმგებელი ეს არალეგიტიმური რეჟიმია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.
IPN.ge
