აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას დაგმო რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს.
ბაიდენისვე თქმით, იგი განაგრძობს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა რუსეთს ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს.
10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი უბნები დაბომბა, რასაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს იყო პასუხი უკრაინის მიერ ყირიმის ხიდის აფეთქებაზე.
(netgazeti)
