კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

მსოფლიოს აზერბაიჯანელებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ედილში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განცხადება გაუგზავნეს.

77
მსოფლიოს აზერბაიჯანელებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ედილში აღმოჩენილ მასობრივ საფლავთან დაკავშირებით განცხადება გაუგზავნეს.
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის დიასპორის ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ხოჯავენდის რაიონის სოფელ ედილში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებთან დაკავშირებით განცხადება გაუგზავნეს .

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი იტყობინება.

განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ, უცხო ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ღრმად აღშფოთებას გამოვხატავთ ხოჯავენდის რაიონის სოფელ ედილის ტერიტორიაზე მასობრივი საფლავის აღმოჩენის ამბავს და ამ რეალობას ვაფასებთ, როგორც სომხეთის მორიგი ომის დანაშაულის გამოვლენას.

გაცნობებთ, რომ ხოჯავანდის რაიონის სოფელ ედილისში აღმოჩენილი მასობრივი საფლავი, რომელიც 2020 წელს ყარაბაღის 44-დღიანი მეორე ომის შედეგად მამაცმა აზერბაიჯანულმა არმიამ გაათავისუფლა ოკუპაციისგან, პირველი არ არის. ამ სასაფლაოზე 12 ადამიანის ნეშტის აღმოჩენა, რომლებიც მასობრივად დამარხეს მავთულხლართებითა და თოკებით, იძლევა იმის საფუძველს,რომ ედილის მასობრივ საფლავებში ნაპოვნი ადამიანის ნეშტის საერთო რაოდენობამ 25-ს აღწევს. აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის შესახებ არაერთი განცხადება მოწმობს, რომ ეს პირები ტანსაცმლითა და ნივთებით ჯარისკაცები არიან.

აღმოჩენილი ნეშტი ყარაბაღის პირველი ომის დროს გაუჩინარებულ აზერბაიჯანელებს ეკუთვნით, რომელთა ბედი დღემდე უცნობია. თუმცა, არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სომხურმა მხარემ უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ადამიანების ბედზე, ასევე აზერბაიჯანელების მასობრივი სამარხების შესახებ, რათა მსოფლიო საზოგადოებისთვის დაემალა ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.

ჩვენ განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი საფლავის აღმოჩენა, რომელიც სომხური შეიარაღებული ძალების მიერ ფესვგადგმულია ეთნიკური სიძულვილით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, მათ შორის ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის კონვენციას და სასტიკად აზიანებს აზერბაიჯანელ მშვიდობიან მოსახლეობას, სამხედრო მოსამსახურეებს და განსაკუთრებით დაჭრილებს და ღიად ამხელს დაღუპულთა წამებითა და ანტიჰუმანური ქმედებებით დაფიქსირებულ სამხედრო დანაშაულებს, ავლენს სომხური შეიარაღებული ძალების  არაადამიანურ ქცევას და გენოციდურ პოლიტიკას. პირველი და მეორე ყარაბაღის ომების დროს არსებობს მრავალი ფაქტი, რომელიც ადასტურებს სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვეების სასტიკად მკვლელობას თავებსა და გულში ახლო მანძილიდან სროლით, ძარცვის, ჯარისკაცების ცხედრების დანაწევრებას და არაადამიანური წამებისა და დამცირების ქმედებებს, რომელიც არაერთი ვიდეო არის ნახსენების ნათელი მაგალითი.

მწუხარებით ვაცხადებთ, რომ სომხეთი, რომელიც უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ახორციელებს მკვეთრი სიძულვილის პოლიტიკას რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს პრაქტიკული ზომები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შესაჩერებლად და დამნაშავე პირები მართლმსაჯულების წინაშე ადრე ჩადენილი დანაშაულებისთვის, ერებს შორის ქმნის დაბრკოლებას რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების პროცესში პროვოკაციების დაშვებით, რაც იწვევს კონფლიქტს.

არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 30 წლის განმავლობაში აბინძურეს მათ მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიები ნაღმებით, ხოლო მეორე ყარაბაღის ომის დროს სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს აზერბაიჯანის ქალაქებზე, როგორიცაა განჯა, ბარდა, მინგაჩევირი, გორანბოი და თათარი, რომლებიც ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და შედეგად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თუმცა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციებისა და ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ ერევანს ჯერ არ მიუწოდებია აზერბაიჯანისთვის ნაღმების რუქები და 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის დროს დაიკარგნენ.

მსოფლიოს აზერბაიჯანელები მტკიცედ აცხადებენ, რომ სომხეთის შემდგომი მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ამ სამხედრო დანაშაულებებზე და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჰუმანიტარული ინტერვენციის პოლიტიკა გაატარა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაწვდით ამ ფაქტებს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და მათი ინსტიტუტების, სხვა კომპეტენტური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში და მოვითხოვთ სომხეთის ომის დანაშაულების პრევენციას,პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლის დაკისრებას ეთნიკური ნიშნით სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ საერთპშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს გადაუდებელი ზომების მიღებას იურიდიულ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ხოჯავენდის რაიონის სოფელ ედილის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაკრძალვის აღმოჩენასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის 115.4 ,  120.2.1, 120.2.7 და 120.2.12. მუხლებით  გამოძიება მიმდინარეობს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →