„ყარაბაღის სომხები ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ თვითონ ვიცით, როდის დაველაპარაკოთ მათ“.
InterPress.ge-ს ცნობით, ეს სიტყვები 6 ოქტომბერს პრაღაში „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტში მონაწილე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
"ჩვენ თვითონ ვიცით, როდის უნდა ვესაუბროთ მათ. ეს ჩვენი შიდა საქმეა. ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას არცერთ ქვეყანასთან", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„თქვენ იცით, რომ დღეს იქნება შეხვედრა: შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი, ფაშინიანი და მე. იმედი მაქვს ამ შეხვედრის შედეგები იქნება დადებითი, იქნება პროგრესი“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
