ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებისთვის 300 მლნ ლარი გამოიყოფა.
ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ბევრი ახალი წარმოება დაიბადა, ახალი სექტორიც კი გაჩნდა. 2023 წელს 300 მლნ ლარის დაფინანსება გვაქვს გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც 2 ათასი პროექტი განხორციელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ 10 000 დამატებითი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
IPN.ge
