პოლონეთში ქართველი ემიგრანტი ბინაში გარდაცვლილი ნახეს. – ინფორმაციას ” მთავარი არხი” ავრცელებს.
26 წლის ჯანო სიჭინავა ქალაქ სლუპსკში სამუშაოდ იყო წასული. მას შემდეგ, რაც დილით სამსახურში არ მივიდა, მისი ძებნა დაიწყეს.
ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს ადგილობრივმა ემიგრანტებმა მიაწოდეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ცნობილია, რომ სიჭინავა პოლონეთში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა.