აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს" კლინიკის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
კლინიკაში ჭუმბურიძის პოსტიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ.
საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ლევან გოფოძე შეცვალა.
