სოფელ კირიხლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, „ქართული ოცნების“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რაჰმან მუსაევმა დეპუტატობის მანდატი დატოვა.
ამის შესახებ InterPress.ge-ს სანდო წყარომ აცნობა.
ჩვენი ინფორმაციით, მუსაევმა დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატობის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება წარუდგინა.
