ლიმანის მიმართულებით დიდი რაოდენობით ოკუპანტების ალყაში მოქცევის შესახებ ინფორმაციაზე კომენტირებისას, ჩერევატიმ აღნიშნა, რომ "ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად განადგურდა, ზოგი ტყვედ აიყვანეს, ზოგიერთმა კი ტერიტორიის დატოვება შეძლო“.
„ახლა ზოგიერთი მათგანი ცდილობს კრემენაიაში თავდაცვას. შესაბამისად, ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ იქ მუშაობას, რადგან ტყეებში მათი ჯგუფებია დარჩენილი; სიტუაციის სტაბილიზაცია, დამპყრობლების ამ დარჩენილი ჯგუფების ხაფანგში მოქცევა; ტერიტორიის განაღმვა - ტერიტორია მძიმედ არის დანაღმული“, - აღნიშნა სპიკერმა სერგი ჩერევატიმ.
„ჩვენმა დანაყოფებმა უკვე აიღეს სოფელი ტორსკოე - კრემენაიასკენ მიმავალ გზაზე. ისინი საარტილერიო ცეცხლს უხსნიან მტრის ქვედანაყოფებს, რომლებიც ცდილობენ კრემენაიაში გამაგრებას და თავდაცვას“, - აღნიშნა სპიკერმა სერგი ჩერევატიმ.
