გორში მცხოვრები 26 წლის ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით ოჯახი ამბობს, რომ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალს ნაღვლის სადინარის ოპერაცია რიგი დარღვევებით ჩაუტარდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილის დედის გიული მეტივიშვილის აზრით, რომ არა ექიმების გულგიროლობა პაციენტი ცოცხალი იქნებოდა რადგან ახალგაზრდას ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ ჰქონდა.
“18 რიცხვში ჩაუტარდა ნაღვლის სადინარის ოპერაცია,კენჭი ჰქონდა.ოპერაციის დსრულების დემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და კიდევ ერთი ოპერაცია 20 რიცხვში ჩაუტარეს.ამ ოპერაციის შემდეგაც გვეუბნეოდნენ რომ მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდთ მოთავსებული.მე როდესაც ჩემი შვილი ვნახე უკვე გვამის ნიშნები ჰქონდა და ვფიქრობ რომ იმაზე ადრე გარდაიცვალა ვიდრე ექიმებმა გვითხრეს.ვითხოვ ექიმების დასჯასა და უფლებამოსილების შეჩერებას,რაღა სხვა ოჯახებიც არ გამწარდნენ”. -ამბობს გარდაცვლილის დედა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში,სადაც გოგონას ორი ოპერაცია ჩაუტარდა ამბობენ რომ ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან რის შემდეგად დადგინდება სიკვდილის მიზეზი.
წყარო: newsposts
