„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, „ვისოლ პეტროლიუმის“ ბენზისგასამართ სადგურებზე უახლოეს 2-3 კვირაში საწვავი კიდევ 10-20 თეთრით გაიაფდება.
„ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან „ვისოლის“ ქსელში საწვავი 70-80 თეთრით გაიაფდა და ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებით და ქვეყანაში ლარის კურსის გამყარებით აიხსნება. სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასდებისას, სწორედ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე არიან დამოკიდებული.
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავის მაღალი ფასი ყველაზე ნაკლებად აწყობთ, რადგან ამ დროს მათი ხარჯები იზრდება.
