ხალხისა და ავტომობილების გრძელი რიგები ყველგან, მთელს ევროპაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამოა და არსებულ სიტუაციაში რუსეთია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სიტუაციას და ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ფუნქციონირებს და აფასებს, როგორ უნდა მართონ და აღკვეთონ ყველა შესაძლო რისკი, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.
მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეების მიმართ გადადგა.
„ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ლიუტუვამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე შეწყვიტა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტების მფლობელებზე ვიზების გაცემა და ახლაც ჩვენ რუსებს ვუკრძალავთ ლიეტუვაში შესვლას. ეს არის ჩვენი აღქმა, ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი აზროვნება, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთთან ნებისმიერ ინვესტიციას, იქნება კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, - აღნიშნა ელჩმა.
