საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
მისი თქმით, ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგმეს საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში.
„რას ნიშნავს ეს, ლიეტუვა არ აღიარებს, ჩვენ არ ვაღიარებთ. ლუკაშენკო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის“, - აღნიშნა ელჩმა.
(ipn)
