გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ბლოგ-პოსტის მოწყობას აპირებენ.
ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ფოტოებში ჩანს, რომ სამხედროები საზღვართან ჯავშანტრანსპორტით მივიდნენ, ისინი შეიარაღებულები არიან.
რუსული FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ საქართველოს საზღვართან, ზემო ლარსის საგუშაგოზე ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნეს.
უწყება ამბობს, რომ საგუშაგოს მოწყობის შესახებ გავრცელებული ცნობები ყალბია.
"ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს საგუშაგოს დასაყენებლად, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით, არ იქნება საგზაო ბლოკირება", - აღნიშნა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
რუსული მხარე ამბობს, რომ ახლა საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.
(mtavari)
