მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია ნათქვამი.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს.
"უმცირესობაში მყოფი პრორუსული ,,ქართული ოცნება" მართავს პროევროპულ უმრავლესობას და ჩვენს წინაშე დგას დიდი ამოცანა. პირველი, დავიბრუნოთ პროევროპელებმა პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო!
მეორე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და შემდგომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი.
ამ ბრძოლაში ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერის მხრიდან ისრების გადატანა სხვა საკითხებზე მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს პროევროპულ ფლანგს, პროევროპულ უმრავლესობას და აძლიერებს უმცირესობაში მყოფ პრორუსულ ,,ქართულ ოცნებას".
მეგობრებო ყოველთვის, როდესაც განცხადებას ვაკეთებთ უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ დააზიანებს ეს პროევროპელთა პოზიციებს. განცხადებები, რომელიც ხელს შეუწყობს"ფორმულას" დახურვას, შემდგომ "მთავარის" და "TVპირველის" ზედ მიყოლებას, დამერწმუნეთ პროევროპულ ფლანგს კიდევ უფრო დაასუსტებს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს განცხადების გაკეთებამდე იმის გააზრებაც, რომ გამოიყენებს თუ არა პრორუსული ,,ქართული ოცნება" საკუთარი პრორუსული მიზნების განსახორციელებლად თქვენს ნათქვამს და შემდგომ უნდა გააკეთოთ განცხადებები რადგან, ამოცანა ძალზე რთულია, რომ პროევროპელ უმრავლესობას დავუბრუნოთ, პრორუსული ,,ქართული ოცნების'' მიერ მიტაცებული სამშობლო.
აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ლიდერს, კონცენტრაცია გავაკეთოთ პრორუსული ,,ქართული ოცნების" მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლოს უკან დაბრუნებაზე, ეს არის ამოცანა ნომერი პირველი! პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა გაიმარჯვოს!ნუ შევიტანთ დისონანს ჩვენს ფლანგზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
IPN.ge
