"დელიმიტაციის გარეშე ვერავინ დაგვადანაშაულებს".
InterPress.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლაჩინში აზერბაიჯანის დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ჩვენ წავედით საზღვრებთან. თუ სომხეთს უნდა დაგვადანაშაულოს, რომ მათ ტერიტორიაზე შევედით, ამის საფუძველი არ არსებობს. ჯერ ერთი, საზღვარი იქ რომ იყო, სადაც თქვეს, საზღვარს დაამყარებდნენ, ააგებდნენ სასაზღვრო ხაზებს, დაამყარებდნენ კომუნიკაციებს, საინჟინრო სამუშაოებს. მათ სჯეროდათ, რომ მთელი ყარაბაღი და ზანგეზური მათთვის დარჩებოდა. ამიტომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არაფერი გაუკეთებიათ. ანუ ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის გარეშე ვერავინ იტყვის საიდან გადის საზღვარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ავიღოთ პასუხისმგებლობა სადელიმიტაციო კომისიების - აზერბაიჯან-სომხეთის კომისიების მუშაობაზე. ჩვენ შევაგროვეთ ყველა რუკა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რუკა, მათ შორის მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის და უფრო ადრე და ამ რუკებზე ნათლად ჩანს, ვინ რომელ მიწაზე ცხოვრობს. ამიტომ დელიმიტაციის გარეშე ვერავინ დაგვადანაშაულებს“, - განაცხადა ალიევმა.
