პარტია „ ახალი საქართველო“-ს თავმჯდომარე მარნეულში ფუად კახრამანოვს სუს-ში კვლავ დაიბარეს.
ამის შესახებ ფუად კახრამანოვმა InterPress.ge-ს თავად განაცხადა.
მისი თქმით, თუ რა მიზეზით დაიბარეს სუსში არ იცის. დიდი ალბათობით მიზეზი მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავარ არხის ჟურნალისტს ინტერვიუს მიცემასთან უკავშირდება.
მან ასევე განაცხადა,რომ დაკითხვას სასამართლოში ჩატარებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 ივნისს, მთავარი არხმა მარნეულში კოროვირუსის შესახებ სიუჟეტი გააშუქა.
სიუჟეტში ასახულია,რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამედიცინო პერსონალისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ სხვადასხვა მიზეზის შედეგად გარდაცვალებულების ოჯახებს, გარკვეული თანხა (3,000-დან 10,000 ლარამდე) შესთავაზებული აქვთ. ამის ნაცვლად კი, მითითებული უნდა იყოს გარდაცვალების მიზეზად კოროვირუსი ახალი შემთხვევა.
გასულ დღეს არკინაზ გულიევა და ზანურა თალიბოვა სუსში დაბარებულები იყვნენ .მათი თქმით არხმა მათი კომენტარები შეცვალა. მათთვის არანაირი თანხა არ შესთავაზეს.
ამასთან დაკავშირებით სუსმა გამოძიება დაიწყო. რამდენიმე ადამიანი უკვე დაიკითხულია. გამოძიება დივერსიული მუხლით მიმდინარეობს.
