კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების პოზიცია: \"ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით\" - ყოველგვარი იმედია ამოწურული, რომ \"ქართული ოცნება\" რამეს გააკეთებს, კუზიანები არიან, რომელსაც \"სამარის\" გარდა, არაფერი გაასწორებს

62
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარების პოზიცია: \"ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით\" - ყოველგვარი იმედია ამოწურული, რომ \"ქართული ოცნება\" რამეს გააკეთებს, კუზიანები არიან, რომელსაც \"სამარის\" გარდა, არაფერი გაასწორებს
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპარლამენტარების პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები არიან "ქართული ოცნების" ნამოქმედარით - მათი პოზიციაა: "ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის"…

ევროპარლამენტარების პირდაპირ მესიჯს გეუბნებით, ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები არიან "ქართული ოცნების" ნამოქმედარით - მათი პოზიციაა: "ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების გზავნილები იმას ნიშნავს, რომ იმედი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციებს შეასრულებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამ შეხვედრიდან პირველი დასკვნაა, მათ პირდაპირ მესიჯს გეუბნებით - ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები არიან „ქართული ოცნების“ ნამოქმედარით, რაც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში მოხდა. ყველას ძალიან კარგად გვესმის - მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე, ისინი დარჩნენ მარტო, არ ელაპარაკებიან არავის, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, ბოიკოტი გამოუცხადეს და გააგდეს საკუთარი სამუშაო ჯგუფებიდან სამოქალაქო სექტორის ყველა მიუკერძოებელი წარმომადგენელი და რაც მთავარია, ისინი აკეთებენ ყველაფერს, გარდა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. სიტყვა - სიტყვით გეტყვით ევროპარლამენტარების პოზიციას - "ჩვენ თქვენთან ხელისუფლებას ვერ შევცვლით". ვფიქრობ, ეს გზავნილი თავისთავად ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა ევროპარლამენტარებში პოზიცია, რომ ეს პრორუსული ძალა ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრის გამკეთებელი არ არის. ევროპელებისგან ხელისუფლების ცვლილება არ უნდა მოვითხოვოთ, ეს ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ეს გზავნილი ჩემთვის რას ნიშნავს? - ყოველგვარი იმედია ამოწურული იმის, რომ "ქართული ოცნება "რამეს გააკეთებს. ესენი არიან ჩვეულებრივი კუზიანები, რომელსაც "სამარის" გარდა, არაფერი გაასწორებს. ჩვენ კი ჩვენს ისტორიულ შანს ამასობაში კიდევ უფრო ვცილდებით",- განაცხადა ვაშაძემ.

IPN ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →