მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 169 794, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 742 247 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:
რუსეთი - 213 261 ვიზიტორი;
სომხეთი - 138 471 ვიზიტორი;
თურქეთი - 103 548 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი - 41 913 ვიზიტორი;
საქართველო (არარეზიდენტი) – 34 870 ვიზიტორი;
ბელარუსი - 26 486 ვიზიტორი;
ისრაელი - 24 125 ვიზიტორი;
უკრაინა - 19 838 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 19 509 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 16 623 ვიზიტორი;
ირანი - 15 244 ვიზიტორი;
გერმანია - 8 055 ვიზიტორი;
პოლონეთი - 5 893 ვიზიტორი;
ინდოეთი - 5 467 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 4 823 ვიზიტორი.
(bpn)
