კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

აზერბაიჯანის ელჩი - აზერბაიჯანის დღის წესრიგში მშვიდობა და განვითარებაა, მაგრამ უნდა მოხდეს მისი გარანტირება და დაცვა - ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა

156
აზერბაიჯანის ელჩი - აზერბაიჯანის დღის წესრიგში მშვიდობა და განვითარებაა, მაგრამ უნდა მოხდეს მისი გარანტირება და დაცვა - ავანტიურისტულ წრეებს შემიძლია გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“ ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა, ცხადად აჩვენოს ავანტიურების საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის განვითარების პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ…

აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“ ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა, ცხადად აჩვენოს ავანტიურების საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის განვითარების პერსპექტივისთვის, - ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აზერბაიჯანი - სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციის უკანასკნელი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს ჯარის მოვალეობა.

ფაიგ გულიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზიარებს ჩვენი ხალხის მწუხარებას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში დაღუპულთა გამო, რაც სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ბოლო ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციის შედეგია. ეს სოლიდარობა განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენთან ახლოს მყოფ ქვეყნებში: მოძმე თურქეთსა და საქართველოში. საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უკვე მრავალი წელია განიცდის კონფლიქტის მძიმე შედეგებს, ვფიქრობ, კარგად ესმის ჩვენი პოზიცია და ამიტომ იზიარებს ჩვენს ტკივილს.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებიც ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაციების ფაქტს, ეს არის დაშქესანის, ქალბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით სივრცეებისა და კომუნიკაციების დანაღმვის მცდელობები. საზღვარზე, ჩვენი პოზიციების დაბომბვა მძიმე იარაღის გამოყენებით, ნაღმმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლის ჩათვლით.
ამ მცდელობებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან გადამწყვეტი წინააღმდეგობა მოჰყვა და საფუძველშივე აღკვეთილ იქნა. სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩახშობა, რომელიც გამოიყენება ქვეყანაზე თავდასხმისთვის, არის არა მხოლოდ უფლება, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს არმიის მოვალეობაც. შესაბამისად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღირსეულად შეასრულეს სამშობლოს დაცვის წმინდა ვალი. სამწუხაროდ ეს მოხდა ჩვენი მებრძოლების დაღვრილი სისხლის ფასად. 71 მოწამის სახელი სამუდამოდ დარჩება ოქროს ასოებით ჩაწერილი აზერბაიჯანის ვაჟკაცობისა და გამარჯვების მატიანეში. ამასთან უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად კალბაჯარის რაიონის ორი მცხოვრებიც დაშავდა“,- განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, დიპლომატმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების განხორციელების ოპერატიულ-ტაქტიკური ასპექტები სამხედრო სტრუქტურების პრეროგატივაა.

„თუმცა, რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ყველა კარტი მაგიდაზეა. როგორც უკვე აღვნიშნე აზერბაიჯანმა უკვე დიდი ხნის წინ წარადგინა თავისი წინადადებები სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა სირთულეებით, მაგრამ ამ დღის წესრიგის წინსვლის პროცესი მიდიოდა.
ამრიგად, სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა უმაღლეს დონეზე დიალოგის ლოგიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით. სწორედ ამ ლოგიკის განხორციელება შეესაბამება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების ძირითად ინტერესებს.

თუ გადავხედავთ გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენისა და აღორძინების სამუშაოებს, რომლებიც უპრეცედენტო ტემპით განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ძალისხმევის სრული კონცენტრაციით, მრავალმილიარდიანი ფინანსური ხარჯების ჩათვლით, შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ აზერბაიჯანის დღის წესრიგში მშვიდობა და განვითარებაა. მაგრამ უნდა მოხდეს ამ მშვიდობისა და განვითარების გარანტირება და დაცვა შურისძიებისგან, რაც, როგორც ბოლო შეტაკებებმა აჩვენა, ზოგიერთი ავანტიურისტული წრეებისთვის ჯერ კიდევ არის სავარაუდო სცენარი. მათ შემიძლია მხოლოდ გავახსენო აზერბაიჯანის „რკინის მუშტი“, რომელიც ყოველთვის თავის ადგილზეა და კვლავ მზადაა ცხადად აჩვენოს ამგვარი ავანტიურების საფრთხე პირველ რიგში, თავად სომხეთის განვითარების პერსპექტივისთვის" , - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →