„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) არ გეგმავს სომხეთში სამშვიდობოების გაგზავნას“.
InterPress.ge იტყობინება რომ, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიფინგზე CSTO-ს გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.
“ორი ქვეყნის საზღვარზე ორგანიზაციის ძალების გამოყენება განხილვის თემა არ არის“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ნორმალიზდება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ცნობილი გახდა, რომ CSTO-ს მისია სომხეთში 15 სექტემბერს ჩამოვა.
