ჩვენ თვეების მანძილზე ვიყენებდით ტერმინ „უსამშობლოს“ და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც კობახიძეს უსამშობლო უწოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე“.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და ამ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
(ipn)
