"ჩვენ ყოველთვის აზერბაიჯანთან ვართ. რასაც სომხეთი აკეთებს მიუღებელია".
InterPress.ge-ს ცნობით, ეს მოსაზრება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„სომხეთისა და აზერბაიჯანის ომის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის გამარჯვებას მოჰყვა, მიგვაჩნია, რომ ამჟამად არსებული სიტუაცია მიუღებლადაა. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს. სომხეთი, რომელიც აგრძელებს აგრესორულ პოზიციას, ამის შედეგების წინაშე დადგება. პირველ რიგში, ჩემს ძმას, ილჰამ ალიევს და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს ვუსამძიმრებ“, - განაცხადა ერდოღანმა.
