სომხეთის შეიარაღებული ძალებმა D-30 და D-20 ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც მდებარეობენ ქალბაჯარის რაიონის ზეილიკის, იელიჩეს და იუხარი აირიმის დასახლებების მიმართულებით.
როგორც InterPress.ge იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებისა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შეტევები და პროვოკაციები გრძელდება არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღების გამოყენებით.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სიტუაციის ესკალაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
აზერბაიჯანის არმია ადგილობრივ კონტრზომებს ახორციელებს მხოლოდ საცეცხლე წერტილებზე, რომლებიც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია.
სომხურმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება“, - აცხადებენ სამინისტროში.
