InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 13 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბერს ორი ქვეყნის საზღვრის კალბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციები.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მიიღო ზომები სომხეთის ამ პროვოკაციებზე საპასუხოდ და აღნიშნა, რომ ამ პროვოკაციებზე სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა სრულად არის პასუხისმგებელი.
