კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

საქართველოში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია

15
საქართველოში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის…

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიც საწარმოებს გარემოსდაცვით ნორმებში მოქცევას ავალდებულებდა, რუსთავის საწარმოებმა ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვა დაიწყეს, თუმცა არა ისეთი ტემპით, რომელსაც სამინისტრო ელოდა.

ნოე მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კუთხით მომავალი წლის პირველ ნახევარში ხელშესახები შედეგები იქნება, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.

„მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები ქალაქ რუსთავში გვიფიქსირდება, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარე სამწუხარო რეალური სურათია. საკანონმდებლო ცვლილებების შემოღების შემდეგ პროგრესი ნამდვილად არის. ბევრმა საწარმომ ახალი ფილტრაციის სისტემა ჩამოიტანა, ბევრმა შეაკეთა და თვითმონიტორინგის სისტემაში უკვე 10-ზე მეტი საწარმო ჩაერთო. უმეტესობას კონტრაქტები აქვს დადებული, რომ ეს სისტემები ჩამოიტანონ და დამონტაჟდეს. პროგრესი ნამდვილად გვაქვს, თუმცა არა იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვინდოდა და რომელსაც ველოდით. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის პირველი კვარტლისთვის საწარმოების უმეტესობა, რომელსაც ეს რეგულაციები ეხება, თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართული იქნება, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად სრულყოფილად ხდება იმ ნორმების დაცვა.
ეს არის ამ ქალაქის დაარსებიდან დაწყებული პრობლემა და ამის მოგვარება ახლა, 2019 წლიდან დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ წელიწადში ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, აბსოლუტურად ყველა ქარხანას, ერთეულების გამოკლებით, მუშაობა დაწყებული აქვს, ან უკვე დამონტაჟდა, დაკონტრაქტებულია და თვითმონიტორინგის ხელსაწყოები ყენდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ეს პროცესი დასრულებული იქნება და ძალიან ხელშესახები შედეგები უნდა გვქონდეს. ასეთი რეალობაა“, - განაცხადა ნოე რამიშვილმა.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ჰაერის მართვის ახალ გეგმაზე მუშაობა შვედეთის მთავრობის დახმარებით, უახლოეს დროში დაიწყება, უმთავრესი აქცენტი კი სამრეწველო ზონაზე გაკეთდება.

მისი თქმით, ახალი გეგმა სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში დამტკიცდება, რომელიც 3-წლიანი იქნება.

„ქარხნების გარდა, რუსთავში ძირითადად, ტრანსპორტის მიერ გამოწვეული აზოტის დიოქსიდის პრობლემაც ფიქსირდება. რუსთავის ჰაერის მართვის გეგმაში ესეც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, იქნება აუცილებლად გამწვანების საკითხები. ასევე, ველობილიკების და ფეხით გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
რუსთავის გეგმის შემუშავებას გაცილებით უფრო ადრე ვვარაუდობთ. ვფიქრობთ, რომ იანვრისთვის უკვე უნდა გვქონდეს საბოლოო „დრაფტი“ და შემდეგ იმედია, მთავრობა მალე დაამტკიცებს. რუსთავის ჰაერის ძველ გეგმას ვადა წლის ბოლოს ეწურება და არ გვინდა, რომ ძველ გეგმასა და ახალ გეგმას შორის წყვეტა გვქონდეს“, - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →