"სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, აზერბაიჯანის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დამიზნების შესახებ არის მეორე მხარის მორიგი ცილისმწამებლური ტყუილი, დეზინფორმაცია".
როგორც InterPress.ge იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამით სომხური მხარე ცდილობს დაფაროს მის მიერ გამოწვეული ფართომასშტაბიანი პროვოკაცია და გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
