InterPress.ge იუწყება, რომ შემთხვევა სოფელ შულავერში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს პოლიციის ავტომობილი "შკოდა" და "ფორდი" შეეჯახა.
ფორდის მძღოლის თქმით, გზაზე მოძრაობისას მას წინ პოლიციის მანქანა დაუდგა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული იყო.
ავარიის შედეგად ფორდში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


