კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

რატომ არ იაფდება საქართველოში პური?

5
რატომ არ იაფდება საქართველოში პური?
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთში მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო მცურავი გადასახადი შემცირდა, რაც ერთი მხრივ უკრაინის დერეფნის გახსნას, მეორე მხრივ კი უხვ მოსავალს უკავშირდება. სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე გადასახადმა $270-დან $144-მდე…

რუსეთში მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო მცურავი გადასახადი შემცირდა, რაც ერთი მხრივ უკრაინის დერეფნის გახსნას, მეორე მხრივ კი უხვ მოსავალს უკავშირდება. სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე გადასახადმა $270-დან $144-მდე დაიკლო, შროტზე კი $38-დან $26-მდე შემცირდა, ხოლო ხორბალზე - $100-დან $56-მდე.

მცურავი ბაჟის შემცირებამ გასაყიდი პროდუქციის ფასზე ასახვა უკვე პოვა და როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85-დან 74 ლარამდე შემცირდა. ამ ფონზე ჩნდება მოლოდინი, რომ გასაყიდი პურის ფასი უნდა შემცირდეს, თუმცა პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ გამონაკლისი მწარმოებლების გარდა, საუბარი სექტორს ფასის კლებაზე ამ ეტაპზე არ აქვს. დოლიძე განმარტავს, რომ მწარმოებლებმა ივლისიდან ფასი კომუნალურის ფასის ზრდის შესაბამისად არ მოამატეს, ამიტომ დღეს გაიაფების რესურსი არ არის.

„გაზის ფასი იყო 0,86 ლარი, გახდა 1,38 ლარი, წყალის ფასი იყო 4,40 ლარი და გახდა 6,50 ლარი. ამასთან საფუარი და ყველაფერი გაძვირებულია. კომუნალურის ხარჯმა ხორბლის ფასის შემცირებას გადააჭარბა. ერთ ტომარაზე ხარჯები თითქმის 4-5 ლარით არის მომატებული, ამიტომ ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი რომ დღეს ხვალ ფასი დაიკლებს. რამდენიმე მეწარმემ თქვა, რომ შესაძლებელია ფასის კორექტირება მოხდეს დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში, მაგრამ მე ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია ფასის დაკლებით და ბაზრის ათვისებით, მაგრამ ივლისში კომუნალური ხარჯების სრული ასახვა ფასში არ მომხდარა. მეორე საკითხიც არის აქ, ჩვენ რომ დავაკლოთ ფასი, მაღაზია დააკლებს? პირველი მათ უნდა ჰკითხოთ, მაღაზიები იმას ჩაიდებენ ჯიბეში, ხვალ-ზეგ ამის მეშინია, რომ იმ 10 თეთრის მოგებას თვითონ ნახავენ", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

 

თემაზე კომენტარი რიტეილ ასოციაციასაც ვთხოვეთ, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ქსელურ მაღაზიებს აერთიანებს. ასოციაციაში ამბობენ, რომ თუკი მწარმოებლების მხრიდან პური მათ ქსელში შემცირებული ფასით მოხვდება, ფასი მათი მხრიდან დაკორექტირდება, ამ დროისთვის კი მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

პურის მრეწველთა კავშირის არგუმენტს დაუსაბუთებელს უწოდებენ მცირე ზომის მაღაზიების გაერთიანებაშიც. მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი სანდრო სუბელიანი ირწმუნება, რომ მწარმოებლის მხრიდან დაკლებული ფასის ასახვა იმავე დღეს ხდება.

„მაღაზიების დადანაშაულება, რომ ფასები შეიძლება არ შეამცირონ არასწორია, ვინაიდან თუ ჩვენს მაღაზიებს პროდუქცია შემცირებულ ფასში მიეწოდება, ამის მყისიერად ასახვა მოხდება. პური არის პროდუქტი, რომელსაც დიდი ხნით ადრე არ ყიდულობენ და არ ასაწყობებენ, შესაბამისად, ფასები პურზე დაიკლებს მყისიერად თუკი შემცირებული ფასით მოგვაწვდიან. ჩვენს წევრ მაღაზიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ფასი არ შეამცირონ, რადგან ისედაც საკმაოდ მაღალ კონკურენციაში უწევთ ფუნქციონირება, მით უფრო ქსელური მარკეტების ფონზე. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც რაიმე პროდუქტი დაბალ ფასად მიგვეღო და ფასი არ შეგვემცირებინა“, - განაცხადა სუბელიანმა.

აღსანიშნავია, რომ პურის თვითღირებულების 40% საშუალოდ ფქვილის ფასისგან შედგება, დანარჩენი 60% კი წყალსა და ენერგომატარებლების ხარჯზე, მუშახელზე, გადასახადებზე, ტრანსპორტზე, საფუარსა და დამხმარე მასალებზე, მეწარმისა და რეალიზატორის მოგებაზე ნაწილდება.

(bpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →