კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

შალვა შავგულიძე ე.წ. მოსმენების კანონზე - ვეტოს არდადება არ შეიძლებოდა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ყალბი პროცედურით იქნა მიღებული, ამის შეგუება არ შეიძლება

17
შალვა შავგულიძე ე.წ. მოსმენების კანონზე - ვეტოს არდადება არ შეიძლებოდა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ყალბი პროცედურით იქნა მიღებული, ამის შეგუება არ შეიძლება
მოსასმენად დააჭირეთ

ამ კანონპროექტზე ვეტოს არდადება არ შეიძლებოდა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ყალბი პროცედურით იქნა მიღებული, ამის შეგუება არ შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით…

ამ კანონპროექტზე ვეტოს არდადება არ შეიძლებოდა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ყალბი პროცედურით იქნა მიღებული, ამის შეგუება არ შეიძლება, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თუ ასეთი პრაქტიკა დაინერგება, საკომიტეტო განხილვები ფიქციად იქცევა.

„ჩვენ თუ ამ პრაქტიკას დავნერგავთ, მივიღებთ, რომ საკომიტეტო განხილვები ფიქციად იქცევა. კომიტეტზე დავპატიჟებთ ხალხს, ისინი იმსჯელებენ, კომიტეტი კენჭს უყრის რაღაც კანონპროექტს, დავურიგებთ პარლამენტის წევრებს, როგორც ეს დაგვირიგდა, მაგრამ სინამდვილეში კანონპროექტს შეცვლიან“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, მეორე მოსმენაზე ინიციატორებმა აბსოლუტურად სხვა კანონპროექტი წარმოადგინეს.

„პლენარულ სხდომაზე ბატონმა რატი იონათამიშვილმა კანონპროექტის კითხვა ზეპირად დაიწყო. როდესაც თვალი მივადევნე, აბსოლუტურად სხვა კანონპროექტს კითხულობდა, აბსოლუტურად განსხვავებულს. სინამდვილეში, მეორე მოსმენაზე ინიციატორებმა წარმოგვიდგინეს სხვა კანონპროექტი. შეიძლებოდა თუ არა ეს? არ შეიძლებოდა, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტი მკაცრად განსაზღვრავს, კანონპროექტში ცვლილებების შეტანა, როგორც კომიტეტის სხდომაზე, ისე პლენარულ სხდომაზე შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შენიშვნა იქნება გამოთქმულ წერილობით ან ზეპირად, მას მომხსენებელი გაიზიარებს ან კენჭისყრით მიიღებს კომიტეტი ან პლენარული სხდომა. 
ასეთი რამ კი არ მოხდა, კომიტეტმა მიიღო ერთი კანონპროექტი მეორე მოსმენით, დაგვირიგდა ყველას და სადღაც დაიწერა სხვა კანონპროექტი. ის ინკლუზიურობა, ის ჩართულობა, რომლითაც უნდათ ეს პროცესი გაამართლონ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა და მეორე მოსმენით აბსოლუტურად სხვა კანონპროექტი გამოგვიტანეს“,-განაცხადა შავგულიძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი ორ ძალიან სერიოზულ ხარვეზს შეიცავს.

„პირველი, ის ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ხანგრძლივობის ვადის იმდენჯერ გაგრძელებას პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რამდენჯერაც ამას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს. ფაქტობრივად, უსასრულოდ შეიძლება ფარული მიყურადება - თვალთვალის გაგრძელება, თუ ამას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს. ასევე, არსებობს ასეთი ძლიერი დაცვის მექანიზმი, პირადი ცხოვრების ფარულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომ ფარული ღონისძიებების დასრულების შემდეგ უნდა ეცნობოს პირს ამ ღონისძიებების მის მიმართ გამოყენების თაობაზე. ამით პირს უფლება ეძლევა სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების კანონიერება. ეს იმავდროულად ახდენს შემაკავებელ ფუნქციას, რომ გამოძიებამ ხელაღებით ვერ გამოიყენოს ფარული ღონისძიებები, მიყურადება, თვალთვალი და ასე შემდეგ“,-განაცხადა შავგულიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →